19:22 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-04 15:52:10, 4920 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტის განცხადებით, ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევა ანტიჰუმანურ აქტად უნდა შეფასდეს

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევა ანტიჰუმანურ აქტად უნდა შეფასდეს.

როგორც პრეზიდენტის განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყნის პირველი პირი მოუწოდებს  ყველა შესაბამის სტრუქტურას უახლოეს დროში მოხდეს ლუგარის ცენტრზე განხორციელებული თავდასხმის გამოძიება.

„ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევა, მით უფრო დღეს, პანდემიის პირობებში, როცა ლაბორატორიის როლი უმნიშვნელოვანესია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის საქმეში, ანტიჰუმანურ აქტად უნდა შეფასდეს.

ცხადია, შეტევის მიზანი მხოლოდ ლაბორატორიის პარალიზება არ ყოფილა.

ერთი მხრივ, ეს საქართველოს დაშინების მორიგი მცდელობაა. ასევე, ნიშანდობლივია და მთელ რიგ კითხვებს ბადებს თავდასხმისათვის შერჩეული დრო და ის უსუსური მინიშნებები და მცდელობები, რაც პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით გამოიყენა რუსულმა მხარემ ალექსეი ნავალნის მოწამვლისას გამოყენებული ნივთიერების წარმომავლობასთან დაკავშირებით.

მოვუწოდებ ყველა შესაბამის სტრუქტურას უახლოეს დროში მოხდეს ლუგარის ცენტრზე განხორციელებული თავდასხმის გამოძიება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 სექტემბერს გაკეთებული განცხადების თანხამად, „ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეციალურმა სამსახურმა“ ჯანდაცვის სამინისტროსა და ლუგარის ცენტრზე კიბერშეტევა განახორციელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics