|
2020-09-03 16:47:30, 6321 ნახვა
რეგიონი
ბათუმში „სოჰო“, „სექტორი 26“, UP2U და „კონტე“ 10 000 ლარით დააჯარიმეს და საქმიანობა შეუჩერეს
შრომის ინსპექციის ინფორმაციით, ბათუმში ღამის კლუბების შემოწმების შედეგად 4-ში კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა. მათივე ცნობით, „სოჰო“, „სექტორი 26“, UP2U და „კონტე“ 10 000 ლარით დააჯარიმეს და საქმიანობა შეუჩერეს. „მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციების დაცვასთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან არაერთგზის განხორციელდა აღნიშნული ობიექტების სიტყვიერი გაფრთხილება და მათ მიეწოდათ რეკომენდაციების დაცვის დეტალური პროტოკოლი, შემოწმების შედეგად კვლავ დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შრომის ინსპექციამ მიიღო გადაწყვეტილება, ობიექტებს შეუჩერდეს საქმიანობის უფლება. შრომის ინსპექცია კვლავ მოუწოდებს ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირებს, მაქსიმალური სიზუსტით დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული რეკომენდაციები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. შრომის ინსპექციის ინფორმაციით, შემოწმების შედეგად კლუბი „ივერია ბიჩი“ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)