|
2020-09-02 10:38:58, 6404 ნახვა
რეგიონი
კორონავირუსზე უფასო ტესტირების ჩატარება ბათუმის 5 პოლიკლინიკაში იქნება შესაძლებელი
დღეიდან აჭარაში, ბულვარში განთავსებული კარვების გარდა, კორონავირუსზე უფასო ტესტირების ჩატარება ბათუმის 5 პოლიკლინიკაში იქნება შესაძლებელი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. მოქალაქეებს ნიმუშის აღება - N1 პოლიკლინიკაში, N4 პოლიკლინიკაში, საოჯახო მედიცინის ცენტრში, თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრში და ევექსის ბათუმის ამბულატორიაში. ტესტი გაკეთება მსურველებს 10:00-დან 17:00 საათამდე შეეძლებათ. ამასთან, ბათუმის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიის სამ ლოკაციას აგრეთვე დაემატა ახალი კარავი, სადაც ტესტირება იქნება შესაძლებელი. ახალი კარავი ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა, სადაც ტესტირება 11:00-დან 23:00 საათამდეა შესაძლებელი. ტესტირებისთვის განკუთვნილი კარავი ქობულეთში გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული. ასევე კვლევის ჩატარება შესაძლებელია დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოს შენობაშიც.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)