|
2020-08-29 10:51:49, 10426 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტრომ სამედიცინო დანიშნულების მაღალი გამავლობის ახალი ავტომანქანები შეიძინა
თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებისთვის Toyota Land Cruiser-ის მაღალი გამავლობის „ამბულანსების“ გადაცემის ცერემონია გაიმართა. სამედიცინო ავტომობილები თავდაცვის ძალების სხვადასხვა სარდლობაში გადანაწილდება. ახალი სატრანსპორტო საშუალებები ყველა საჭირო ინვენტარით არის აღჭურვილი, რაც უზრუნველყოფს სწრაფად და ეფექტურად გადაადგილების შესაძლებლობას. ახალი „ამბულანსებით“ დაკომპლექტების პროცესი თავდაცვის ძალებში კვლავ გაგრძელდება. თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, საქართველოს თავდაცვის უწყების ახალი სპეცტექნიკით განახლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ახალი ავტომობილების გადაცემის პირველი ეტაპი უკვე განხორციელდა და ქვედანაყოფები Toyota Hilux ტიპის პიკაპებითა და Toyota Land Cruiser-ით აღიჭურვა. ახალი პროექტის მიხედვით, მოძველებული საბჭოთა წარმოების სპეც-ტექნიკა თანამედროვე, მსოფლიო და ევროპული ლიდერი კომპანიების - გერმანული „MAN“ - ის, იტალიური „IVECO“ - ს და ამერიკული „FORD“ - ის მიერ წარმოებული სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ჩანაცვლდება. ჯამში, თავდაცვის სამინისტრო 500-ზე მეტ ერთეულ სპეციალური დანიშნულების ტექნიკას შეიძენს. აღნიშნული პროექტი ჯარის ავტოტექნიკით დაკომპლექტებასა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)