|
2020-08-28 11:43:16, 17171 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან სამის ინფიცირების წყარო უცნობია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან სამის ინფიცირების წყარო უცნობია. როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში 232 პაციენტი მკურნალობს. „დაგვემატა 8 ახალი შემთხვევა და ჯამში გახდა დადასტურებული 1455 შემთხვევა. ამ ახალი შემთხვევის განაწილება ასეთია: 2 პაციენტის ინფიცირების წყარო არის კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტი, 3 შემთხვევა იმპორტირებულია, სამივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 3 ინფიცირებულის წყაროზე გრძელდება კვლევა კონტაქტების მოძიების და წყაროს დადგენის მიზნით. გამოჯანმრთელებულების რიცხვი მხოლოდ 6-ით გაიზარდა და გახდა 1196. გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა კვლავ 82%-არის. ამ ეტაპზე, კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 232 დადასტურებული შემთხვევა. აქედან, კრიტიკულად მძიმე და მძიმე პაციენტების რაოდენობა უცვლელია. კოვიდ ცენტრების რეანიმაციულ და ინტენსიურ განყოფილებებში მკურნალობს 4 კრიტიკულად მძიმე და 17 მძიმე პაციენტი“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)