|
2020-08-27 11:37:44, 18104 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან 1 ლენჯერს, 6 ინფიცირებულებთან კონტაქტს უკავშირდება, ხოლო ოთხი შემოტანილია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან 1 წყარო ლენჯერია, 6 ინფიცირებულებთან კონტაქტს უკავშირდება, ხოლო ოთხი შემოტანილია. მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით კოვიდ ცენტრებში მკურნალობას 230 პაციენტი აგრძელებს, საიდანაც ოთხის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. „კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა ასეთი განაწილების გახლავთ, 1 დადასტურებულის წყარო ლენჯერის კლასტერია, ექვსის წყარო დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია და 4 არის შემოტანილი შემთხვევა, აქედან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა სოლიდურად გაიზარდა, 40 გამოჯანმრთელებული ადამიანი დაგვემატა და არის 1190 გამოჯანმრთელებული ადამიანი. გამოჯანმრთელების პროცენტული მაჩვენებელი 82%-ია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)