|
2020-08-27 10:18:32, 7546 ნახვა
რეგიონი
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის ტექნიკით აღჭურვა გრძელდება
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის ტექნიკით აღჭურვა გრძელდება. დაწესებულებას ხელოვნური სუნთქვის 27 აპარატი გადაეცა. ასევე, რესპუბლიკურ საავადმყოფოს გადაეცა ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური სისტემები, ექოსკოპის აპარატი, საოპერაციო მოწყობილობები და სხვა. „ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვა გეგმიურად მიმდინარეობს. კოვიდ ინფექციის გავრცელების პირველივე ეტაპზე სახელმწიფო და კერძო სექტორის მონაწილეობით შევძელით, რომ სრულად მომხდარიყო ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვა. დღეს კლინიკას შეემატა ხელოვნური სუნთქვის აპარატები, საოპერაციო მოწყობილობები რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ყველა სცენარის შემთხვევაშიც კი რესპუბლიკურმა საავადმყოფომ შეძლოს ერთის მხრივ კოვიდის ეფექტიანად მართვა და ასევე გრძელვადიანად შეძლოს შეასრულოს მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულების ფუნქცია“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ. რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა მიმდინარე წლის აპრილიდან ჩართულია კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის მართვაში. ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო 170 საწოლზეა გათვლილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)