16:27 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-26 16:05:55, 4354 ნახვა

სამართალი
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჩანიშნული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი გადაიდო

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჩანიშნული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი გადაიდო.

დღეს მცხეთის სასამართლოში ჩანიშნული სასამართლო პროცესი ზ.ხ საზოგადოებრივი ადვოკატის მოთხოვნით გადაიდო.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, მან ვერ მოასწრო საქმის სრულად გაცნობა, რადგან ბოლო ეტაპზე ჩაერთო საქმეში.

„ჩემ მიერ დაყენებული იქნა შუამდგომლობა, რომ არ ვიცნობდი სათანადოდ საქმის მასალებს. ვინაიდან მოცემული დრო არ იყო საკმარისი. ვითხოვე სხდომის გადადება. აღნიშნულ საქმესთან მე საწყის ეტაპზე მქონდა შეხება, სხვა ბრალდებულის ინტერესის დაცვის ნაწილში. ჩემთვის ეგ დრო საკმარისი იქნება რომ გავეცნო საქმის მასალებს. ზ.ხ.-ს შევხვდები ნებისმიერ დროს, როცა ამის საჭიროება იქნება“,  - განაცხადა ზ.ხ.-ს საზოგადოებრივმა ადვოკატმა.

სასამართლომ ადვოკატის მოთხოვნა დააკმაყოფილა და სხდომა 31 აგვისტომდე გადადო.

შეგახსენებთ, რომ დღეს არასრულწლოვნების საქმის განხილვაზე ბრალდების მხარის 10 მოწმის გამოკითხვა იგეგმებოდა. მათ შორის იყვნენ დაზარალებულები, ექსპერტები და გამომძიებლები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics