16:26 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-26 14:12:12, 4080 ნახვა

სამართალი
არასრულწლოვანი შვილის სუიციდამდე მიყვანის მუხლით დაკავებულის მამა - მაგას ჩემისთანა კაცი ვერ გააკეთებს, ამდენი ხანი ვყოფილვარ დასაჭერი

ზესტაფონის საქალაქო სასამართლოში თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის საქმეზე ბრალდებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

პროცესზე პროკურორი ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, თავად ბრალდებული კი დანაშაულს არ აღიარებს.

„მე ვყოფილვარ, რაც ვყოფილვარ. მე და ჩემი ბიჭი ძმაკაცებივით ვიყავით. თურმე რეციდივისტი ვყოფილვარ, ისეთი თქვა პროკურორმა. რაც წერია, მაგას ჩემისთანა კაცი ვერ გააკეთებს, არ ვიცი, ამდენი ხანი ვყოფილვარ დასაჭერი. რა მაქვს დასამატებელი, თუ უნდა დახვრეტა მოითხოვოს. როგორც მე და ჩემი შვილი ვიყავით, იშვიათია. უდედოდ გავზარდე, მე იქით მოვკვდები, ეს აქეთ, მაინც შევხვდებით ერთმანეთს ძმაკაცურად. ჩემი ცხოვრება შრომაში ვარ“, - განაცხადა ბრალდებულმა ფრიდონ აბჟანდაძემ.

შეგახსენებთ, რომ თერჯოლაში არასრულწლოვანი შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, მამაკაცი 24 აგვისტოს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 2 მუხლით დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics