|
2020-08-26 12:57:12, 3953 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - პოსტპანდემიურ პერიოდში USAID - ის მხარდაჭერა გაიზრდება ისეთი სექტორების მიმართ, როგორიცაა ტურიზმი, მსუბუქი მრეწველობა, ელექტრონული კომერცია და ინფორმაციული ტექნოლოგიები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის ხელმძღვანელს პიტერ ვიბლერს შეხვდა, რომლის დროსაც საუბარი წარიმართა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიმდინარეობასა და სამომავლო სიახლეებზე. მათ შორის, პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის ისეთი სექტორებისთვის ფინანსური მხარდაჭერის გამოყოფაზე, როგორიცაა მსუბუქი მრეწველობა, ტურიზმი, ინფორმაციული ტექნოლოგიები და სხვ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს როგორც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ების - ტურიზმის ეროვნული სააგენტოს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე USAID-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა მინისტრს გააცნო USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასა და სამინისტროს სისტემაში შემავალ სააგენტოებს შორის თანამშრომლობის პროგრესის შესახებ პროდუქტების განვითარების, მარკეტინგის, სტრატეგიისა და ახალ კორონავირუსთან (COVID-19) ბრძოლისას მხარდაჭერის მიმართულებით. აღინიშნა, რომ ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ძალისხმევა მიმართულია ეკონიმიკური ზრდისა და განვითარებისთვის ისეთ ღირებულებათა ჯაჭვებსა და სექტორებში, როგორიცაა მსუბუქი მრეწველობა, ტურიზმი, კრეატიული ინდუსტრია, გაზიარებული ინტელექტუალური სერვისები და მყარი ნარჩენების მართვა. ითქვა, რომ პროგრამა მუშაობს სახელმწიფო სააგენტოებთან ინვესტიციების მოზიდვის, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნისა და გაყიდვების გაზრდის მიმართულებით. „აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, გააფართოვოს თავისი დახმარება, თანადგომა და დაფინანსება იმ პროგრამების განხორციელების მიმართულებით, რომელთაც სააგენტო ეკონომიკის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ უწყებებთან ერთად ახორციელებს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ. მინისტრის განცხადებით, პირველ რიგში, ესაა ტურიზმი და მისი მხარდაჭერა რთულ პოსტპანდემიურ ვითარებაში, ასევე საინვესტიციო პოლიტიკის მხარდაჭერა განსაკუთრებით ისეთ დარგებში, სადაც მაღალი ღირებულება იქმნება. მათ შორის საუბარია მხარდაჭერაზე ტრენინგების, გადამზადების, ინვესტორების მოზიდვის თვალსაზრისით. კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სახელმწიფო ქონების პრივატიზება, რომლის ფარგლებში ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა სახელმწიფოს პოტენციური ინვესტორების მოზიდვაში მხარდაჭერას აღმოუჩენს. „ასევე მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაეწევა ელექტრონულ კომერციას და სხვა მაღალტექნოლოგიურ დარგებს. დიგიტალიზაციის ხარისხის ზრდა სწორედ ის ტენდენციაა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოსტპანდემიურ პერიოდში," - განაცხადა ნათია თურნავამ. „ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, რომელიც კიდევ უფრო გაფართოვდა, რეალურად ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას. მთავარი მიზეზი, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ამ პროგრამის გაგრძელება, შემდეგია: ის ხელს უწყობს ეკონომიკის აღდგენას კორონავირუსის შემდეგ და მოიცავს ისეთ პროგრამებს, რომლებიც მანამდე არ შედიოდა ამ პროგრამის ფარგლებში. საუბარია მსუბუქი მრეწველობაზე, ელექტრონული კომერციაზე, ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე და სხვა." - განაცხადა USAID-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა პიტერ ვიბლერმა.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)