16:24 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-24 12:40:52, 1989 ნახვა

სამართალი
მცხეთის რაიონულ სასამართლოში შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 11 პირის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე 11 პირის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე იმსჯელებს.

როგორც ბრალდებულების ვახტანგ ჩიქოვანისა და ნიკა ჟვანიას ადვოკატმა, არჩილ ბერიანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ისინი  აპირებენ რამდენიმე შუამდგომლობის დაყენებას, მათ შორის, აღკვეთი ღონისძიების გაუქმება ან გირაო.

„ამ შემთხვევაში ჩვენ ვიშუამდგომლებთ, რომ გაუქმდეს აღკვეთის ღონისძიება საერთოდ. ანუ ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი, თუნდაც, ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიება იქნეს გამოყენებული. თუმცა, ალტერნატივას, რა თქმა უნდა, შევთავაზებთ სასამართლოს, გირაოს სახით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი 199-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სხვა ნებისმიერ გარემოებას, რომელსაც სასამართლო საჭიროდ ჩათვლის“, - განაცხადა ვახტანგ ჩიქოვანისა და ნიკა ჟვანიას ადვოკატი არჩილ ბერიანიძე.

შეგახსენებთ, რომ ბრალდებულებს გამოძიება  ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics