19:51 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-22 13:19:14, 5896 ნახვა

კომენტარი
მაია ცქიტიშვილი - გახარიას გადასარჩენი არაფერი სჭირს

გახარიას გადასარჩენი არაფერი არ სჭირს, - ასე ეხმაურება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი ე.წ მუქარის წერილის საქმეს, რომელიც „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, გიორგი გახარიასგან შუამავლის მეშვეობით მიიღო.

როგორც ცქიტიშვილი აღნიშნავს, ამ წერილს გახარიასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„ჩვენ პირველივე დღიდან ვსაუბრობდით, რომ ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი. ამ წერილს არანაირი კავშირი არ ჰქონდა არც მაშინ ბატონ გახარიასთან. რაც ნამდვილად მინდა კომენტარის სახით გავაკეთო, გადასარჩენიც გახარიას არაფერი არ სჭირს“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურამ გუშინ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო იძულების ფაქტზე დანიშნული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა. დასკვნის თანახმად, მამუკა ხაზარაძის წერილზე არსებული თითის ანაბეჭდები არ ეკუთვნის გიორგი გახარიას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics