|
2020-08-22 12:25:35, 2299 ნახვა
მსოფლიო
თვითმფრინავი, რომლითაც ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში გადაჰყავთ, ბერლინის აეროპორტში დაეშვა
სამედიცინო თვითმფრინავი, რომლითაც რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში გადაჰყავთ, ბერლინის აეროპორტში დაეშვა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ნავალნის, ქალაქის ცენტრთან ახლოს, Charité-ის საავადმყოფოში გადაიყვანენ. შეგახსნებთ, რომ თავდაპირველად რუსი ექიმები ნავალნის გადაყვანის წინააღმდეგი იყვნენ, თუმცა, მოგვიანებით განაცხადეს, რომ პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა და მის გერმანიაში გადაყვანას დათანხმდნენ. ნავალნი ხუთშაბათს დილით ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა. თვითმფრინავში მან თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც თვითმფრინავი დაუყონებლივ ომსკში დაეშვა. ნავალნიის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ის მოწამლეს. ომსკის ექიმებმა განაცხადეს, რომ ვერ იპოვნეს ნივთიერება, რომელსაც მისი მოწამვლა შეეძლო. მათივე თქმით, ოპოზიციონერის ძირითადი დიაგნოზი მეტაბოლური დარღვევები იყო, თუმცა რამ გამოიწვია ეს დარღვევა, უცნობია.
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)