|
2020-08-22 10:32:43, 4393 ნახვა
რეგიონი
აჭარაში გიდების მხარდაჭერა გრძელდება
აჭარაში, 100 გიდს კორონავირუსისგან ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები და ხმის გამაძლიერებელი აპარატურა გადაეცა. გიდების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ღონისძიება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გონიოს ციხის ტერიტორიაზე გამართა, სადაც უწყების ხელმძღვანელმა სტუმრებს გიდების მხარდაჭერის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. ხმის გამაძლიერებელი აპარატურა, უკონტაქტო თერმომეტრი, სადეზინფექციო სითხე, პირბადეები და ფარი, რომელიც გიდებს გადაეცათ კოვიდის პირობებში ტურების უსაფრთოდ ჩატარებას, ტურის ხარჯების შემცირებასა და ღია სივრცეში დისტანციის დაცვის საშუალებას უზრუნველყოფს. გიდების მხარდაჭერის პროექტის ამ ნაწილს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აჭარის ტურიზმის გიდების ასოციაციასთან თანამშრომლობით, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ანხორციელებს. „პანდემიის პირობებში ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვიმყოფებოდით გიდებთან, რომლებიც მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე აქტიურად საუბრობდნენ. შეხვედრებზე გამოიკვეთა, რომ გიდებს ტურების უსაფრთხოდ ჩასატარებლად ესაჭიროებოდათ აუცილებელი ტექნიკური აღჭურვილობა და ტრენინგები. ისინი ასევე, საუბრობდნენ ფინანსურ დანაკარგსა და დროებითი დასაქმების აუცილებლობაზე. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ყველა ეს საკითხი დაამუშავა, მიმართა დონორ ორგანიზებს და აამოქმედა გიდების მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ეტაპოპრივად განხორციელდება სხვადასხვა პროექტი. პროგრამის პირველ ეტაპზე გიდებს უკვე ჩაუტარდათ ტრენინგი კორონავირუსთან დაკავშირებულ ზოგად რეკომენდაციებზე. ახლა კი მათ ტურების უსაფრთხოდ ჩასატარებლად საჭირო აღჭურვილობა გადაეცათ. შემდგომ ეტაპზე უკვე ვგეგმავთ მათ ჩართვას დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ინფოტურებში, ასევე ქობულეთისა და ბათუმის თემატური ტურების სახელმძღვანელოს შექმნის პროცესში. დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ვმუშაობთ მათი დროებითი დასაქმების პროგრამაზეც, რათა შევამციროთ ის დანაკარგები, რაც მათ პანდემიის პირობებში მიადგათ“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)