|
2020-08-21 18:31:21, 4314 ნახვა
რეგიონი
სოფელ ბარნაბიანთკარის გზის მოასფალტება მიმდინარეობს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარნაბიანთკარის მისასვლელი გზის მოასფალტების სამუშაოები დაიწყო. გზის კეთილმოწყობა სოფელ მეტეხის 9 აპრილის წყაროდან სოფელ ბარნაბიანთკარის ცენტრამდე ორი განშტოებით ხორციელდება. აღნიშნული გზა უმოკლესია თელიანის და სასირეთის მოსახლეობისთვის. გზაზე მოეწყობა რკინაბეტონის კივუეტები ლითონის ცხაურებით, ეზოში შესასვლელები, საგზაო სამოსი და საგზაო ნიშნები. გზის სიგრძე 1 955 გრძივი მეტრია, სამუშაოების სრული ღირებულება 1 099 517 ლარი, რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდიდან და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოები 2 ეტაპად განხორციელდება - 2020 წელს შესრულდება 608 079 ლარის სამუშაოები, ხოლო 2021 წელს 491 438 ლარის. სამუშაოებს შპს „გზები და კეთილმოწყობა“ ახორციელებს. კასპის მუნიციპალიტეტის მერია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სოფლებში მისასვლელი გზების მოწყობას და ეს გაგრძელდება ვიდრე ყველა სოფელს არ ექნება კეთილმოწყობილი მისასვლელი -აღნიშნა ზაზა მარიდაშვილმა მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)