|
2020-08-21 10:03:21, 1510 ნახვა
რეგიონი
დღეიდან დაბა მესტიისა და ლენჯერის გარდა, მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი გაიხსნება
დღეიდან მესტიის ყველა ადმინისტრაციული ერთეული, დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერის გარდა, იხსნება. შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 19 აგვისტოს სხდომაზე მიიღო. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერატიული შტაბის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განმარტებით, აღნიშნულ ორ სოფელში გაგრძელდება ინტენსიური ტესტირება და ყველა შესაბამისი გადაწყვეტილება ვითარებიდან გამომდინარე იქნება მიღებული. „როგორც მოგეხსენებათ, მესტიის მუნიციპალიტეტში 10 აგვისტოდან დაიწყო შეზღუდვები, ამ პერიოდიდან დღემდე, განხორციელდა ბევრი ეფექტური ღონისძიება, რომელიც ჩვენ დაგვეხმარა ეპიდემიის აღკვეთასა და შეჩერებაში. 21 აგვიტოდან გაიხსნება მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი, გარდა დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერისა, აღნიშნულ ორ სოფელშიც გაგრძელდება ინტენსიური ტესტირება და არსებული ვითარებიდან გამომდინარე მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)