|
2015-09-10 15:57:23, 635 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში მულტინაციონალური გერმანული კორპორაციის წარმომადგენლობა გაიხსნება
გერმანული მულტინაციონალური კორპორაცია საქართველოში წარმომადგენლობას გახსნის. ეს გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და “SAP Labs China”-ს აღმასრულებელი დირექტორის, კლას ნოიმანდის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. შეხვედრა დალიანში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დიმიტრი ქუმსიშვილმა კლას ნოიმანდს საქართველოში არსებული ბიზნეს-გარემო გააცნო და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროექტებზე ესაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, წარმომადგენლობის გახსნა ორივე მხარისთვის მომგებიანი და საინტერესო იქნება. ინფორმაციისთვის: SAP არის გერმანული კორპორაცია, რომელსაც აქვს რეგიონალური წარმომადგენლობა მსოფლიოს 130 ქვეყანაში. კორპორაციის შემოსავალი შეადგენს 17,56 მილიარდ ამერიკულ დოლარს. 2014 წლის მონაცემებით, კორპორაციაში 74,400 ადამიანია დასაქმებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)