|
2015-09-10 13:35:35, 618 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილე საგამოძიებო პროცესში ანალიტიკური საქმიანობის თემაზე უცხოელ ექსპერტებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა, სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლებთან ერთად, ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართა ექსპერტებთან კანადიდან და დიდი ბრიტანეთიდან, რომლებმაც ქართველ კოლეგებს ე.წ. ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის სისტემის შესახებ საკუთარი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარეს. შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საგამოძიებო პროცესში ანალიტიკური საქმიანობის როლი. ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა არის თანამედროვე საპოლიციო საქმიანობის მოდელი, რომელიც გავრცელებულია მსოფლიოს წამყვან სამართალდამცავ სტრუქტურებში და ხელს უწყობს დანაშაულის შემცირებას, მის პრევენციას და ზრდის გამოძიების ეფექტიანობას. შეხვედრაში მონაწილე შს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები ხელს შეუწყობენ უწყებაში აღნიშნული საპოლიციო საქმიანობის მოდელის დანერგვას. ანალიტიკური საქმიანობის გაძლიერება და რისკების ადრეული შეფასების ეფექტიანი სისტემის დანერგვა წარმოადგენს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში შს სამინისტროსადმი ევროკომისიის რეკომენდაციას და მოცემული სამუშაო შეხვედრა ხელს შეუწყობს მის ეფექტურ იმპლემეტაციას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)