|
2020-08-18 11:20:02, 2171 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კონცეპტი“ - ახალი კონცეფცია პერსონალურ საბანკო მომსახურებაში
„თიბისი კონცეპტი“ ახალი კონცეფციაა პერსონალურ საბანკო მომსახურებაში, რომელიც მომხმარებელს აქ და ახლა შესაძლებლობას აძლევს, აირჩიოს მისთვის სასურველი მომსახურების ნაკრები. „თიბისი“ კონცეპტის მიზანია ინდივიდუალურად, უფრო მეტი ადამიანისთვის შექმნას დახვეწილი, მაღალი ხარისხის მომსახურება, რომელიც მათ სურვილებთან და ცხოვრების წესთან იქნება თანხვედრაში. პერსონალური საბანკო მომსახურების ახალი მოდელი დაზოგავს მომხმარებლის დროს მისთვის უფრო მნიშვნელოვანი თემებისთვის - საქმისთვის, ჰობისთვის, საყვარელი ადამიანებისთვის. „თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურება უკვე მეორე ათწლეულია ლიდერია და მუდმივად ვითარდება მომხმარებლების მოთხოვნების შესაბამისად. მსოფლიო ტენდენციები და ბოლო მოვლენები ნათლად აჩვენებს, როგორც ციფრული და დისტანციური არხების მნიშვნელობას, ისე ადამიანთან ურთიერთობის ღირებულებას. სწორედ ამიტომ, თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურება უფრო მოქნილი, კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული და პერსონიფიცირებული რომ ყოფილიყო, მომხმარებელთან ურთიერთობის ახალი ფორმატი შევიმუშავეთ და მათ ერთი-ერთი ყველაზე მოქნილი - ე.წ subscription, გამოწერის მოდელი შევთავაზეთ. ამ კონცეფციით, ადამიანებს არჩევანის საშუალებას ვაძლევთ - თავად გადაწყვიტონ, რა სჭირდებათ და სწორედ აქედან გამომდინარე მიიღონ პროდუქტებისა და სერვისების მათთვის სასურველი ნაკრები“, - ნატა ხურციძე, თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურების ხელმძღვანელი. ამ ეტაპზე „თიბისი კონცეპტი“ პრემიუმ და ციფრულ ნაკრებებს აერთიანებს. თუმცა, ტრანსფორმაცია საწყისი პროცესია. თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურების გუნდი აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ მომხმარებლებს ისეთი სიახლეები შესთავაზოს, რაც მათ ყოველდღიურობას კიდევ უფრო გაამარტივებს. „თიბისი კონცეპტის“ შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, მომხმარებელი პირად ბანკირს ან კონცეპტის ცენტრს (032 2 27 27 00) უნდა დაუკავშირდეს . მანამდე კი, გიზიარებთ ვიდეოს „თიბისი კონცეპტის“ შესახებ - https://www.facebook.com/tbcconcept/posts/3469734803092059
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)