10:24 - 23 May, 2026
|
2020-08-17 12:18:06, 940 ნახვა
რეგიონი
ურეკში, ზღვაში დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს
ურეკში, ზღვაში დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. უწყების განცხადებით, 15 აგვისტოს ურეკში, ორ ახალგაზრდა მამაკაცს, რომლებიც წყლიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ, დახმარება ესაჭიროებოდათ. მათივე ინფორმაციით, მაშველებმა ერთ-ერთი მამაკაცის გამოყვანა მოახერხეს, ხოლო მეორე - წყალში გაუჩინარდა. „გუშინ გვიან საღამოს ვიპოვეთ ცხედარი. საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 17 მაშველი, ოთხი მყვინთავი, ექვსი მცურავი საშუალება, მათ შორის ერთი სპეცკატერი, რომელიც იყო ექოლოტით აღწურვილი და ახდენდა ფსკერის სკანირებას და ასევე დრონი“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)