|
2020-08-17 12:29:16, 7627 ნახვა
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიური რეზერვის პროგრამას აგრძელებს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს აქტიური რეზერვის პროგრამას, რომელიც ქვეყნის თავდაცვაში მოქალაქეების ჩართულობას და სამობილიზაციო რესურსის ოპტიმალურად გამოყენებას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ დღეს თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ეროვნული გვარდიის მეთაურმა, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ განაცხადა. როგორც ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, აქტიური რეზერვის პროგრამის წარმატებული განხორციელება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია. აქტიური რეზერვი წარმოადგენს სამხედრო ვალდებულების მოხდის ნებაყოფლობით ფორმას, რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეების მხარდამხარ, აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის თავდაცვაში. მოცემულ ეტაპზე, აქტიურ რეზერვში მიიღებიან ქალაქ თბილისის, ქალაქ მცხეთის, აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთის რეგიონში მცხოვრები 18-დან 50 წლამდე ასაკის მოქალაქეები. აქტიურ რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია. რეზერვისტთან ფორმდება 5-წლიანი კონტრაქტი და მას უნარჩუნდება სამოქალაქო სამსახური. საბრძოლო მომზადება, თითოეული წლის განმავლობაში, არ აღემატება 45 დღეს. რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება 2700 ლარია. მნიშვნელოვანია, რომ 18 და 22 წლის ჩათვლით სტუდენტებს, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ, სავალდებულო სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. საბუთები მიიღება ყოველ სამუშაო დღეს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შემდეგ მისამართებზე ქ. თბილისში, ქ. თელავში, ქ. ბათუმში, და ქ. სენაკში. ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია მისამართზე onlinebct.mod.gov.ge.
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)