|
2015-09-10 11:05:04, 478 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე კრინიცას 25-ე ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ქ. კრინიცას 25-ე ეკონომიკურ ფორუმში იღებს მონაწილეობას. დავით ბაქრაძე ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე „აღმოსავლეთ პარტნიორობა - რა იქნება შემდეგ?“ (Eastern Partnership – What next?) სიტყვით გამოვიდა. სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება. დავით ბაქრაძემ ხაზი გაუსვა ევროპაში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატის მნიშვნელობას. „აუცილებელია, რომ დიფერენციაციისა და „მეტი მეტისთვის“ პრინციპების შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს ევროკავშირთან ასოცირებული სამი პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერას. ამავდროულად, მნიშვნელოვანია რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ მიმზიდველი დარჩეს მასში მონაწილე ყველა ქვეყნისთვის“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა. რუსეთის ფედერაციის მხრიდან გაძლიერებული პროპაგანდის პირობებში, დავით ბაქრაძემ განსაკუთრებულად აღნიშნა სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობა და მისი ეფექტიანი განხორციელებისათვის ევროკავშირის წევრი და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობა. ქ. კრინიცას 25-ე ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის პოლიტიკოსები, საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელები, დამოუკიდებელ ექსპერტები, პარლამენტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)