17:09 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-15 15:32:20, 1222 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირმა ბელარუსის არჩევნების შედეგები არ აღიარა

ევროკავშირის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს მხარი დაუჭირეს და არჩევნების შედეგები არ აღიარეს.

ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ქვეყნების გაერთიანება მხარს უჭერს მოსახლეობის პროტესტს.

„მინისტრებმა გააგზავნეს ძლიერი სიგნალი, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ბელარუსის მოსახლეობის სურვილს დემოკრატიული ცვლილებებისთვის. ევროკავშირს მიაჩნია, რომ შედეგები იყო გაყალბებული და ამიტომ არ ცნობს ბელარუსის საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ შედეგებს. მინისტრები ასევე შეთანხმდნენ სანქციების აუცილებლობაზე მათთვის, ვინც პასუხისმგებელია ძალადობაზე, რეპრესიაზე და არჩევნების შედეგების გაყალბებაზე", - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics