09:30 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-10 10:51:11, 656 ნახვა

საზოგადოება
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა დაკარგული მცირეწლოვანი ბავშვი იპოვა

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა დაკარგული მცირეწლოვანი ბავშვი იპოვა.

შსს-ს ინფრომაციით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ მცხეთაში 4 წლის ბავშვი სახლიდან გაურკვეველი მიმართულებით გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა დაკარგული პატარა ბიჭის საძიებო სამუშაოები მდინარე არაგვში და მიმდებარე ტერიტორიებზე დაიწყეს.

საპატრულო ეკიპაჟმა, ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მცხეთაში, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე იპოვა დაკარგული მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც გზის სავალ ნაწილზე გადადიოდა. მათ ბიჭი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს, დაადგინეს მისი ვინაობა, დაუკავშირდნენ მის მშობლებს და დაკარგული ბავშვი მათ უვნებლად ჩააბარეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics