18:48 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-09 20:18:35, 571 ნახვა

პოლიტიკა
გიგი გიგიაძე უნგრეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე უნგრეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს ჟოლტ ნემეს შეხვდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროპაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობასა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს. გიგი გიგიაძემ მადლობა გადაუხადა ჟოლტ ნემეთს უნგრეთის განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივი ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

თავის მხრივ, ჟოლტ ნემეთმა დაადასტურა უნგრეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და წარმატება უსურვა ქართულ მხარეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში.

ჟოლტ ნემეთი 8-დან 10 სექტემბრის ჩათვლით იმყოფება საქართველოში და შეხვედრებს მართავს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics