|
2020-08-13 12:36:21, 1015 ნახვა
ეკონომიკა
სახელმწიფო აგროდაზღვევის ბენეფიციარი, ზარალის ანაზღაურების თანხას, 38,870 ლარს მიიღებს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში, სახელმწიფო აგროდაზღვევის ბენეფიციარს, დავით დოლმაზაშვილს, 15 ივლისს მოსულმა სეტყვამ და ქარიშხალმა ატმის მოსავლის 75 % გაუნადგურდა. ფერმერი ზარალის ანაზღაურების თანხას, 38,870 ლარს მიიღებს. 9 ჰა ფართობის დაზღვევისთვის ფერმერის მიერ გადახდილი თანხა 1652 ლარს შეადგენს. კახეთის რეგიონში, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი ეტაპობრივად აუნაზღაურდებათ. სადაზღვევო კომპანიების მიერ ზარალის ოდენობა დათვლილია. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს პროექტების საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი ნატალია ხარატიშვილი, სადაზღვევო კომპანიის „არდი“ წარმომადგენლებთან ერთად, ფერმერის დავით დოლამაზაშვილის ატმის ბაღში იმყოფებოდნენ. „მოვუწოდებთ ფერმერებს, დააზღვიონ საკუთარი მოსავალი. სახელმწიფო აგროდაზღვევის პირობებს მუდმივად აუმჯობესებს. ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, აგროდაზღვევა მრავალწლოვანი კულტურებისთვის სამწლიანი გახდა. სახელმწიფო, ყველა კულტურაზე სადაზღვევო პოლისის 70%-ის, ხოლო ვაზზე - 50%-ის დაფინანსებას ახდენს“, - განაცხადა ნატალია ხარატიშვილმა. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ყველა იმ ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. 2020 წლის 31 ივლისის მონაცემებით, სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 16,000-ზე მეტი პოლისი. დაზღვეულია 17,000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34 %-ით მეტია. დაზღვეული მოსავლის ღირებულება 150 მლნ ლარს აღემატება.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)