|
2015-01-28 13:40:23, 897 ნახვა
პოლიტიკა
დავით დონდუა აფრიკის კავშირის 26-ე სესიაში მონაწილეობს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ, მინისტრის პირველი მოადგილის დავით დონდუას ხელმძღვანელობით, დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობა მიიღო ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში გამართული აფრიკის კავშირის აღმასრულებელი საბჭოს (მინისტერიალის) 26-ე სესიაში. საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა აფრიკის კავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რომლის დროსაც განხილულ იქნა საქართველოსა და აფრიკის სახელმწიფოებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. შეხვედრებზე ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და აფრიკის კონტინენტის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებისთვის არსებულ დიდ პოტენციალს, მათ შორის პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, განათლების და კულტურის სფეროებში. ასევე აღინიშნა საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმის გამოყენების მნიშვნელობა, რაც ბიძგს მისცემს სხვადასხვა მიმართულებებით თანამშრომლობის განვითარებას. ზოგიერთ ქვეყანასთან შეთანხმდა მოლაპარაკებების დაწყება სხვადასხვა სფეროებში ხელშეკრულებების გასაფორმებლად. საქართველოსა და აფრიკის სახელმწიფოებს შორის დაისახა ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის გეგმები. შეხვედრებისას ქართულმა მხარემ აფრიკის ქვეყნების დელეგაციებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში განხორციელებული ინსტიტუციური რეფორმების თაობაზე. ამ კუთხით გამოიკვეთა რიგი აფრიკული სახელმწიფოების დაინტერესება გაიზიარონ საქართველოს პოზიტიური გამოცდილება, რაც მათ დაეხმარება თავიანთ ქვეყნებში რეფორმების განხორციელებისას. ქართულმა მხარემ აფრიკულ ქვეყნებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების და საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის შესახებ. საქართველოს მხარესთან შეხვედრებში მონაწილე აფრიკის ყველა სახელმწიფომ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განუხრელი მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ცნობისთვის, აფრიკის კავშირის მინისტერიალი წარმოადგენს მნიშნელოვან საერთაშორისო ფორუმს, რომელშიც აფრიკის კონტინენტის ყველა სახელმწიფო მონაწილეობს.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)