|
2020-08-12 12:10:04, 940 ნახვა
ეკონომიკა
გორში „თიბისის“ დახმარებით მარწყვის სათბურები გაშენდება
ფერმერი რამაზ ყაყიტაშვილი გორის რაიონის სოფელ გარეჯვარში მარწყვის სათბურების მფლობელია. „თიბისის“ მხარდაჭერით ფერმერი მეურნეობას მნიშვნელოვნად აფართოებს და მეზობელ სოფელ რეხაში 15-მდე ახალ სათბურს აშენებს. შეღავათიანი აგროკრედიტით და პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მონაწილეობით ფერმერი ბაღების გაშენებას სოფელ კარალეთშიც აპირებს - 3 ჰა ფართობზე ჟოლოს, ხოლო 1 ჰა ფართობზე მსხლის ნერგების დარგვა იგეგმება. „ჩემი ამოცანაა, როგორც ფერმერის მაქსიმალურად ბიოპროდუქტი მივიღო და შევთავაზო ბაზარს, რადგან მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება ნატურალურ და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე. ბიზნესის განვითარებასაც ამ მიმართულებით ვგეგმავ”, - ამბობს ფერმერი რამაზ ყაყიტაშვილი. მარწყვის ჯიში, რომელიც აქ არის გაშენებული, თურქეთში გამოიყვანეს ალბიონისა და სან-ანდრეასის შეჯვარების შედეგად. ახალი ჯიშის მარწყვი პირველად სწორედ გორის რაიონში დაირგო და როგორც ფერმერი ამბობს, ძალიან გაამართლა. „ჩვენი მარწყვი თითქმის მთელი წლის განმავლობაში მსხმოიარეა, მხოლოდ 3-დან 3 თვენახევარი ისვენებს, ისიც ზამთრის პერიოდში. ერთი ნერგი 800 გრამიდან 1 კილოგრამამდე მარწყვს გვაძლევს“, - ამბობს ფერმერი. პროდუქციის რეალიზაციას მთლიანად ქართულ ბაზარზე ახდენს, ერთი კილოგრამი მარწყვის საბითუმო ფასი 10 ლარია. მომავალში ბიზნესის გაფართოებასთან ერთად, დასაფასოებელი დანადგარების შეძენასაც აპირებს, რომ ბიოლოგიურად სუფთა მარწყვის თუ სხვა ხილის საცალო გაყიდვებიც შეძლოს. ახლა მარწყვის სათბურებში ნერგების გამოყვანა მიმდინარეობს, რამაზ ყაყიტაშვილი ამბობს, რომ პანდემიის პერიოდში ნერგების შემოტანა შეფერხდა, ამიტომაც თავად გადაწყვიტა მათი გამოყვანა.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)