17:08 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-11 20:34:51, 1011 ნახვა

სამართალი
გერმანია მზადაა სათანადო პასუხისთვის, თუ ხანგოშვილის მკვლელობაში სასამართლო რუსეთს დაადანაშაულებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაიკო მაასის განცხადებით, თუ სასამართლომ საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან რუსეთის კავშირები დაადგინა, ოფიციალური ბერლინის რეაქცია შესაბამისი იქნება.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება გერმანიის პირველმა დიპლომატმა რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, სასამართლოზეა დამოკიდებული საბოლოო განაჩენი, ხოლო გერმანიის პასუხი დამნაშავის მიმართ განაჩენზეა დამოკიდებული.

"როგორი იქნება განაჩენი, მხოლოდ სასამართლოს გადასაწყვეტია. ეს იქნება საფუძველი, ჩვენი რეაქციისთვის. თუ სასამართლო იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს და პროკურატურის პოზიციას გაიზიარებს, ჩვენ შესაბამისი რეაქცია გვექნება", -  განაცხადა მაასმა.

შეგახსენებთ, რომ  საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის ცენტრში 2019 წლის ზაფხულში მოკლეს.

დაკავებულ ბრალდებულს გერმანიის პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად 18 ივნისს წაუყენა და მკვლელობის დაკვეთაში რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურები დაადანაშაულა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებული რუსეთის ელჩი, გერმანიას სანქციების დაწესების შემთხვევაში საპასუხო რეაგირებით დაემუქრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics