|
2020-08-11 16:46:29, 17425 ნახვა
ომი უკრაინაში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მესტიის მუნიციპალიტეტში სურსათის შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველყოფას გააკონტროლებს
ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენით შექმნილი ვითარების გამო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი მესტიის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საკვები პროდუქტების შეუფერხებელ მიწოდებას სადისტრიბუციო კომპანიები უზრუნველყოფენ, რომლებთანაც ტექნიკური საკითხები უკვე შეთანხმებულია. „სურსათის და პირველადი მოხმარების პროდუქტის დეფიციტი მოსახლეობას არ ექნება. ამასთან ერთად, მუნიციპალიტეტიდან გამოვიტანთ გასაყიდ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციასაც. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში მოხდეს მოსახლეობის საჭიროებებით უზრუნველყოფა. ამის დიდი გამოცდილება გვაქვს მარნეულში, ბოლნისსა და ყარაჯალარში“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. როგორც მოგეხსენებათ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, პრემიერის გადაწყვეტილებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მესტიის მუნიციპალიტეტში სურსათის შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველყოფას გააკონტროლებს. ამ დროისთვის, მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე 500-მდე ნიმუშია აღებული. ყველაზე ცხელი წერტილი სოფელი ლენჯერია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)