|
2020-08-11 12:55:42, 9651 ნახვა
სხვადასხვა
კრწანისის რაიონში შვიდი სკვერი მოეწყო
კრწანისის რაიონში შვიდი სკვერი მოეწყო. მათგან ხუთი ორთაჭალაში, ორი კი ფონიჭალაში მდებარეობს. გორგასალის ქუჩა N39, N41, N91, N111-ში და გულიას ქუჩაზე, ავტოსადგურის მიმდებარედ ახალი რეკრეაციული სივრცეები იმ ტერიტორიებზე განთავსდა, სადაც აქამდე მოსახლეობისთვის დასასვენებელი სივრცეები საერთოდ არ არსებობდა. პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიებზე დასასვენებელი სივრცეები, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები, სატრენაჟორო კომპლექსი, სხვადასხვა ატრაქციონი და გარე განათების ქსელი მოეწყო. ყველა ტერიტორია შემოისაზღვრა ღობითა და საბაღე გაზონით. თითოეული სკვერი გამწვანდა, დაირგო სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. ასევე, დამონტაჟდა სკამები, ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი ურნები და ტერიტორია დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. სკვერი მოეწყო ფონიჭალაში, სადგურის ქუჩაზეც, რომლის ტერიტორია ნაგავსაყრელად იყო ქცეული. დასასვენებელი სივრცე კეთილმოეწყო ასევე, რუსთავის გზატკეცილის N263-ის მიმდებარედ, სადაც გზის საფარიც მოწესრიგდა. დასრულებულ სამუშაოებს კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე გაეცნო. „ადგილობრივ მცხოვრებლებს სურვილი ჰქონდათ, ამ ადგილებში რეკრეაციული სივრცეები მოწყობილიყო, რადგან აღნიშნული ტერიტორიები, ფაქტობრივად, ნაგავსაყრელად იყო ქცეული. თანამედროვე ტიპის სკვერების მოწყობა კრწანისის გამგეობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მაქსიმალურად ვცდილობთ, მოსახლეობას რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული სივრცე და დასასვენებელი ადგილი შევუქმნათ. 2018-2020 წლებში 4 ჰექტარამდე სივრცე მოეწყო და გამწვანდა, 2020 წლის დასაწყისიდან დღემდე კი, რაიონს უკვე შვიდი ახალი სკვერი შეემატა. ამჟამად, ვიწყებთ ორი ინოვაციური სივრცის მოწყობას - ორთაჭალაში სამდონიანი სკვერის და ფონიჭალაში მრავალფუნქციური სივრცის, სადაც ამფითეატრი, სკეიტ პარკი, სხვადასხვა გასართობი და ცხოველებისთვის განკუთვნილი ზონები განთავსდება“, - აღნიშნა ლევან ჯაფარიძემ. სკვერების მოწყობის სამუშაოებისთვის კრწანისის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 907 000 ლარი გამოიყო. შვიდი ახლადმოწობილი სკვერის გარდა, კრწანისში, დამატებით ექვს მისამართზე საბავშვო გასართობი მოედნები და დასასვენებელი ზონები ეწყობა.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)