|
2020-08-11 10:15:34, 15053 ნახვა
კულტურა
წყნეთის ამფითეატრში გია ყანჩელის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
წყნეთის ღია ამფითეატრში ლეგენდარული კომპოზიტორის, გია ყანჩელის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო. მუსიკალურ საღამოზე კინოსა და თეატრისთვის შექმნილი ცნობილი მელოდიები შესრულდა. მსმენელის წინაშე ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსები წარსდგნენ. კონცერტის დასასრულს კი გია ყანჩელის რამდენიმე ნაწარმოები ბექა გოჩიაშვილმა შეასრულა. პროექტი „გაითავისე ცა და ისუნთქე...“ კონცეპტArt-ის პროექტია, რომელიც თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. ხელოვანთა გაერთიანება წყნეთის ამფითეატრ „უღრან ტყეში“ აქციას 17 ივლისიდან ატარებდა. პროექტი ათი საღამოსგან შედგებოდა და სხვადასხვა თაობისა და ჟანრის მუსიკოსებს აერთიანებდა: პაპუნა შარიქაძე & მეგობრები, აღიარებული ალტისტი გიორგი ცაგარელი პიანისტ გიორგი გიგაშვილთან და ერეკლე დეისაძესთან ერთად. გაიმართა კომპოზიტორ ზვიად ბოლქვაძის საავტორო საღამოც, რომლის სპეციალური სტუმრები ლიზი რამიშვილი და რატი ამაღლობელი იყვნენ. მრავალი საერთაშორისო გრან-პრის მფლობელმა პიანისტმა, ვალერიან შიუკაშვილმა „უღრან ტყეში“ მუსორგსკის „სურათები გამოფენიდან“ შეასრულა. ასევე, გაიმართა ოპერა-გალა ცნობილი ტენორის, ოთარ ჯორკიას, მარიამ როინიშვილის, მარიამ ნაჭყებიასა და ნუცა ზაქაიძის მონაწილეობით. პროექტის ფარგლებში, საფესტივალო სცენაზე ახალი თაობის ვირტუოზები - გიორგი გიგაშვილი, სანდრო ნებიერიძე და სანდრო გეგეჭკორი უკრავდნენ, ხოლო 9 და 10 აგვისტოს მუსიკალური საღამოების სერია ლეგენდარული გია ყანჩელის 85 იუბილესადმი მიძღვნილი კინოჩვენებითა და კონცერტით დასრულდა.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)