18:48 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-09 09:31:14, 361 ნახვა

პოლიტიკა
ჩინეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაიწყო

საქართველოს დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დალიანის საერთაშორისო აეროპორტში საართველოს მთავრობის მეთაურს დალიანის ვიცე-მერი დახვდა.

9-13 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილი მაღალი რანგის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს და მონაწილეობას მიიღებს ქალაქ დალიანში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში. პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა სესიაზე - "თანამედროვე აბრეშუმის გზა" (“The Modern Silk Road”).

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან: ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი  გუბაზ სანიკიძე, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია, თანაინვესტირების ფონდის თავმჯდომარე გიორგი ბაჩიაშვილი, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics