|
2020-08-06 12:22:21, 2544 ნახვა
ეკონომიკა
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი „ლიბერთის“ მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში
პანდემიის პერიოდში ლიბერთიმ პარტნიორ კომპანიებში მომხმარებლისთვის ახალი პროდუქტი - ბარათით გადახდა|განაღდების სერვისი დანერგა, რომელიც სოციალური ბარათის მფლობელებს აძლევს საშუალებას, ბარათით გადახდისას, საკუთარი საბარათე ანგარიშიდან 50 ლარამდე ოდენობის ნაღდი ფულიც მიიღონ. დღეიდან, ეს სერვისი წამყვანი სააფთიაქო ქსელების გარდა, „ნიკორა სუპერმარკეტში“ გახდა ხელმისაწვდომი მთელი საქართველოს მასშტაბით. „ლიბერთის“ ახალი სერვისის მიზანია მომხმარებელს ჰქონდეს საშუალება ისარგებლოს საბანკო მომსახურებით იქ, სადაც რეგულარულად დადის. „ნიკორა სუპერმარკეტი“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქსელია საქართველოში. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 242 სავაჭრო ობიექტს რომელთაგანაც 191 თბილისში, ხოლო დანარჩენი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი. თანხის განაღდების სერვისით სარგებლობა მარტივია - „ნიკორა სუპერმარკეტში“ მინიმუმ 5 ლარის პროდუქციის შეძენისას, სოციალური ბარათის მფლობელებს შეუძლიათ სუპერმარკეტის სალაროდან თანხის განაღდებაც მოითხოვონ. განაღდებული თანხა ერთჯერადად არ უნდა აღემატებოდეს 50 ლარს. “მოხარული ვართ, რომ „ნიკორა სუპერმარკეტთან“ ჩვენი ორ წლიანი თანამშრომლობა კიდევ ერთი ახალი პროექტით გრძელდება. ამჯერად, გავერთიანდით ახალი მიზნისთვის, რომ ჩვენს მომხმარებელს სწორედ იქ შევთავაზოთ საბანკო სერვისები, სადაც ყველაზე ხშირად დადიან. ასევე, მნიშვნელოვანია პანდემიის პირობებში გაიზარდოს გადახდის უსაფრთხო გზით სარგებლობის მოტივაცია და ნაღდი ფულის აუცილებლობის შემთხვევაში, შემცირდეს დამატებით ბანკში ვიზიტის საჭიროება. ამ პროექტში „ნიკორა სუპერმარკეტთან“ პარტნიორობა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გვინდა მადლობა გადავუხადოთ კომპანიის მენეჯმენტს და მომსახურე პერსონალს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის“ - ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი, გიორგი მაკარიძე „ნიკორა სუპერმარკეტის“ და ლიბერთის პარტნიორობა სხვადასხვა პროექტების ფარგლებში უკვე ორ წელს ითვლის. 2018 წლიდან ლიბერთის სოციალური ბარათის ნებისმიერი მფლობელისთვის, სუპერმარკეტების ქსელში 350-მდე სხვადასხვა დასახელების პროდუქტზე მუდმივი ფასდაკლება მოქმედებს. ერთი წლის წინ კი ნიკორა ლიბერთის ლოიალობის პროგრამის, ქეშბექის მეგობარი ობიექტი გახდა, რაც ლიბერთის ნებისმიერი ბარათის მფლობელს აძლევს საშუალებას „ნიკორა სუპერმარკეტში“ ნებისმიერი პროდუქციის შეძენისას ყველაზე მაღალი ქეშბექით ისარგებლოს. სოციალური ბარათით გადახდა|განაღდების სერვისი ლიბერთის მომხმარებლებისთვის ასევე ხელმისაწვდომია ავერსის, PSP-ს და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელებში მთელი ქვეყნის მასშტაბით.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)