|
2015-09-08 12:59:45, 507 ნახვა
პოლიტიკა
ალექსანდრა ჰოლ ჰოლი: საქართველო რეგიონში უდავოდ ლიდერია
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის ალქესანდრა ჰოლ ჰოლის შეფასებით, საქართველო ძალიან კარგად ვითარდება და მიხედავად იმისა, რომ ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, ის რეგიონში ლიდერია. ამის შესახებ ელჩმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე "ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში"' განაცხადა. „არ მიმაჩნია, რომ შემიძლია ვიქადაგო და გასწავლოთ, რა არის იდეალური დემოკრატია. საქართველოში მოვლენები აქტიურად ვითარდება და ვფიქრობთ, როგორ შეიძლება დავეხმაროთ ამ ქვეყანას. სხვებისგან განსხვავებით, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვფიქრობ, რომ საქართველო ძალიან კარგად ვითარდება. საქართველომ მისცა მოქალაქეებს საშუალება, გაეკეთებინათ თავისუფალი არჩევანი. აქვთ თუ არა მოქალაქეებს წვდომა ინფორმაციაზე, აქვთ პოლიტიკურ ძალებს და მედიას საშუალება, გამოწვევების წინაშე დააყენოს მთავრობა? ამ კითხვებზე ჩემი პასუხია - დიახ. არის გარკვეული ინციდენტები, მოვლენები, რომლებიც გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს, მაგრამ ძირითადად, საქართველომ შესანიშნავად იმუშავა და უზარმაზარ წინსვლას მიაღწია. საქართველო სწორი მიმართულებით მიდის. ქვეყანამ ძალიან დიდი პროგრესი განიცადა იმის გათვალისწინებით, რომ მისი ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია, ქვეყნის შიგნით ბევრი იძულებით გადაადგილებული პირია, საქართველო რეგიონში უდაოდ ლიდერია“,-განაცხადა ალექსანდრა ჰოლ ჰოლიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)