|
2015-09-08 10:51:08, 483 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო უწყება: ვენესუელასა და აფხაზეთს შორის ნებისმიერი შეთანხმების გაფორმება უკანონოა
ვენესუელასა და ფე-ფაქტო აფხაზეთს შორის ნებისმიერი შეთანხმების გაფორმება უკანონოა და საერთაშორისო სამართლის თანახმად, იურიდიულ შედეგებს არ წარმოშობს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. „2009 წლის სექტემბერში ვენესუელამ, რუსეთის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად, აღიარა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. „დამოუკიდებლობა“, რითიც უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. შესაბამისად, კარაკასსა და სოხუმს შორის ნებისმიერი შეთანხმება, იქნება ეს ვენესუელაში „აფხაზეთის საელჩოს“ გახსნა, „აფხაზეთში ვენესუელის ელჩის“ დანიშვნა და რწმუნებათა სიგელების გადაცემა, ე.წ. „უვიზო რეჟიმის“ შემოღება თუ სხვა, იმთავითვე უკანონოა და, საერთაშორისო სამართლის თანახმად, იურიდიულ შედეგებს არ წარმოშობს. სამწუხაროა, რომ ვენესუელა, რუსეთის კვალდაკვალ, აგრძელებს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას და უგულებელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო უწყებაში ვენესუელის დელეგაცია მიიღეს. შეხვედრაზე მხარეებმა მხარეებმა რამდენიმე შეთანხმების გაფორმებაზე ისაუბრეს, მათ შორის უვიზო რეჟიმის შემოღებაზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)