|
2015-09-08 09:46:53, 654 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს სპორტულ კლუბ „MIA FORCE“-ის წევრმა ევროპის ჩემპიონატზე მორიგი წარმატება მოიპოვა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტულ კლუბ „MIA FORCE“-ის წევრი დავით ქაჯაია ევროპის ჩემპიონატზე ძარიანი ავტომობილებით (ETCC) რბოლაში კვლავ ლიდერობს. ჩემპიონატის მეოთხე ეტაპზე, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკაში 5-6 სექტემბერს გაიმართა, დავით ქაჯაიამ თავის კლასში (TC2T) პირველი ადგილი დაიკავა. გამარჯვებულ ავტომრბოლელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, სპორტსმენები და გულშემატკივრები დახვდნენ. აღსანიშნავია, რომ ძარიანი ავტომობილებით რბოლაში ევროპის ჩემპიონატში ქართველი სპორტსმენი პირველად იღებს მონაწილეობას და განვლილი ოთხი ეტაპის მიხედვით, დავით ქაჯაია სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს. ჩემპიონატი 6 ეტაპად იმართება და ტურნირს უნგრეთის, სლოვაკეთის, საფრანგეთის, ჩეხეთის, ბელგიისა და იტალიის ავტოდრომები მასპინძლობენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)