|
2015-09-08 09:38:40, 699 ნახვა
სამართალი
შსს-მ ხონის რაიონში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ოთხი პირი: 1993 წელს დაბადებული რუბენ ჯ, 1988 წელს დაბადებული ალექსანდრე გ, 1993 წელს დაბადებული დიდიმი ა. და 1993 წელს დაბადებული ლადო ა. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ნიღბიანი და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ბრალდებულები მიმდინარე წლის 2 სექტემბერს ხონის რაიონის სოფელ მათხოჯში რობიზონ ხურცილავას ოჯახს ყაჩაღურად თავს დაესხნენ, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით გაიტაცეს ოჯახის კუთვნილი სამკაულები და „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომანქანა. „პოლიციამ ავტომანქანა იმავე დღეს, წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში იპოვა. სამართალდამცველებმა ოთხივე ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე დღეში, ქუთაისსა და ზესტაფონში დააკავეს, ხოლო ხურცილავას ოჯახიდან წაღებული სამკაულები ქუთაისში, სხვადასხვა ლომბარდიდან და დაკავებულების საცხოვრებელი სახლებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას ამოღებულია „ზიგზაუერის“ ტიპის პისტოლეტი 1 მჭიდითა და 2 საბრძოლო ვაზნით, „ნაგანის“ სისტემის რევოლვერი 3 საბრძოლო ვაზნით და ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. ნარკოლოგიური შემოწმებით დიდიმი ა-ს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის, ხოლო გურამ ა-ს ოპიუმის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)