|
2015-09-08 09:41:33, 694 ნახვა
საზოგადოება
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ხანძარია
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, წინუბანი-აწყურის მონაკვეთთან ხანძარია. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლი სავარაუდოდ გვიან ღამით გაჩნდა. უწყების ცნობით, რთული რელიეფური მდებარეობის გამო, ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. „შემთხვევის ადგილზე ცეცხლის რამდენიმე კერაა და დაახლოებით ერთ ჰექტრაზეა გავრცელებული. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურები, პოლიცია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, მეტყევეები და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერები. საჭიროების შემთხვევაში დამატებით ძალებს თბილისიდან ელოდებიან“, - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში. ხანძრის გავრცელების სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)