|
2020-07-31 13:10:29, 4738 ნახვა
რეგიონი
3 აგვისტოს, თბილისი-ბათუმის რეისზე მგზავრებს დათო გორგილაძე და ნინია მაჭარაშვილი დაემგზავრებიან
3 აგვისტოს, თბილისი-ბათუმის რეისზე მგზავრებს დათო გორგილაძე და ნინია მაჭარაშვილი დაემგზავრებიან, - აღნიშნული ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" საქართველოს რკინიგზიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზა აგრძელებს ქვეყნის ამბების მოყოლას. "ე.წ. გიდები მგზავრებს აჭარის ძველი თუ ახალი მარშრუტების შესახებ სხვადასხვა ისტორიას გააცნობენ. თუ ჯერ კიდევ არ იცით სად არის ბათუმში პრინცესას აივანი, რა ისტორია აქვს ბათუმის თეატრს, რატომ უნდა მიხვიდეთ თევზის ბაზარში, როგორია ძმები ნობელების მუზეუმი - აუცილებლად დაემგზავრეთ თბილისი-ბათუმის მატარებელს. როგორც, საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ ეს ამბების არასრული ჩამონათვალია და გზა ბათუმამდე თავგადასავლებით იქნება სავსე. მნიშვნელოვანია მგზავრებმა გაითვალისწინონ, რომ მგზავრობის პროცესში იქნება გადაღების პროცესი. მათთვის ვინც ე.წ. გზამკვლევების რეისებზე ვერ მოხვდება, საქართველოს რკინიგზა საინფორმაციო ვიდეო რგოლებს მოამზადებს. აღმოაჩინე საქართველო - რკინიგზასთან ერთად", - აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)