|
2020-07-31 12:52:39, 3575 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: „Startup World Cup“-ის საქართველოში გამართვა ნიშნავს, რომ სტარტაპ-ეკოსისტემას სახელმწიფო მაღალ დონეზე უწყობს ხელს
პირველად საქართველოში მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური სტარტაპ-შეჯიბრის - "Startup World Cup"-ის რეგიონალური ღონისძიება „Black Sea and Beyond Regional Competition" გაიმართა, რომელსაც Startup Connect, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან და „თიბისი ბანკის" პროგრამა „სტარტაპერთან" ერთად უმასპინძლა. ფინალური კონკურსი 30 ივლისს ტექნოპარკში გაიმართა და მას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი დაესწრო. Startup World Cup მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური შეჯიბრია სტარტაპებისთვის, რომლის საპრიზო ფონდი 1.000.000$ შეადგენს. ფინალისთვის შესარჩევი შეჯიბრი მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში იმართება. საქართველო შავი ზღვის შემოგარენში 10-მდე ქვეყანას გააერთიანებს და რეგიონის გამარჯვებულს გამოავლენს, რომელიც ფინალზე კალიფორნიაში გაემგზავრება და იბრძოლებს მთავარი პრიზისთვის. „განაცხადები შემოვიდა 12 ქვეყნიდან, ფინალური ეტაპისთვის შეირჩა 10, საიდანაც 4 ქართული სტარტაპია და საერთაშორისო ჟიური შეარჩევს გამარჯვებულს. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ღონისძიების საქართველოში გამართვა, ვინაიდან ეს კიდევ ერთი აღიარებაა, რომ ჩვენს ქვეყანაში სტარტაპ-ეკოსისტემა არის ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი, განვითარებული და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილი მიმართულება" - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა. მისი თქმით, ამ მხარდაჭერის დასტურია მთელი რიგი პროგრამები, რომლებიც, მათ შორის, ძირითადად, ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ეგიდით ხორციელდება წლების განმავლობაში. „კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამ პროგრამების პარტნიორები, სახელმწიფოსთან ერთად, არიან საერთაშორისო დონეზე აღიარებული უდიდეს სტარტაპ-ბიზნესში ჩართული კომპანიები, მაგალითად, ისეთი, როგორც არის 500 Startups. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი აქსელერატორი მსოფლიოში და მისი მონაწილეობა საქართველოში განხორციელებულ სტარტაპ-ეკოსისტემის მხარდაჭერის პროგრამებში, რა თქმა უნდა, იმის აღიარება, რომ ამ მიმართულების ხელშეწყობა-განვითარება სახელმწიფოს მხრიდან ძალიან მაღალ დონეზე ხდება" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელის, ავთანდილ კასრაძის განცხადებით, ღონისძიების მიზანია საქართველოსა და რეგიონში სტარტაპების განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობა. მისი შეფასებით, იგი ქმნის უნიკალურ პლატფორმას ყველა ინოვაციური და კრეატიული სტარტაპისთვის, მოიპოვონ დაფინანსება და გახდნენ წარმატებულნი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს მასშტაბით.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)