|
2020-07-31 12:50:56, 4264 ნახვა
რეგიონი
დაბა კაზრეთის საბავშვო ბაღის შენობას კონსტრუქციული გამაგრებითი სამუშაოები უტარდება
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად დაბა კაზრეთში საბავშვო ბაღის შენობის კონსტრუქციული გამაგრების სამუშაოები მოინახულა. სამუშაოების ჩატარება 2019 წელს ბაღის შენობაზე აღმოჩენილი ბზარების შედეგად გახდა აუცილებელი. საბავშვო ბაღის საძირკვლისა და შენობის გამაგრების პროექტი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე მომზადდა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 210 000 ლარს შეადგენს. გამაგრებითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, შენობას კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდება. რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი აღსაზრდელების მიღებას ახალი სასწავლო წლის დაწყებისთანავე შეძლებს. „დღეს, დაბა კაზრეთში საბავშვო ბაღის შენობის კონსტრუქციული გამაგრების სამუშაოები მოვინახულეთ. ამ პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიოდან 210 000 ლარია გამოყოფილი. საბავშვო ბაღში 2019 წელს გათბობის სისტემის რეაბილიტაციაც განვახორციელეთ. აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტი ჯანდაცვის სამინისტროს ყველა წესის დაცვით ხორციელდება. ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედი 12 ბაღიდან დღეს თანამედროვე სტანდარტებს 11 შეესაბამება. სკოლამდელი განათლება ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია, ამიტომ საბავშვო ბაღებში თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნას კვლავ აქტიურად გავაგრძელებთ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)