|
2015-09-07 12:10:51, 361 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: ქართულ ტრადიციულ სტანდარტებთან შედარებით, გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეფასებით, ქვეყანაში პოლიტიკური თავისუფლების თვალსაზრისით მდგომაროება გაუმჯობესდა. თუმცა, მისივე თქმით, არ უნდა იყოს იმის ილუზია, რომ „საქმე დასრულებულია“. როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანა ქართულ ტრადიციულ სტანდარტებთან შედარებით, უკეთეს მდომარეობაშია, თუმცა ევროპულ სტანდარტებთან მისასვლელად გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. „ვერც ერთი ობიექტური შემფასებელი გვერდს ვერ აუვლის იმ ფაქტს, რომ ბოლო წლებში საქართველოში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მდგომარეობა პოლიტიკური თავისუფლების თვალსაზრისით. ორი არჩევნები ჩატარდა, რომლებიც ერთმანეთზე უკეთესი იყო და ყველა იმ ჩატარებულ არჩევნებზე დემოკრატიულად იყო აღიარებული. მედიის თავისუფლება, ბიზნესის თავისუფლება, თვითმმართველობის და დეცენტრალიზაციის დონე მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, მაგრამ ცხადია ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ საქმე დასრულებულია, რომ ჩვენ მივაღწიეთ ევროპულ სტანდარტებს, ჩვენ გვაქვს ქართულ ტრადიციულ სტანდარტებთან შედარებით, გაცილებით უკეთესი მდგომარეობა, მაგრამ ევროპულ სტანდარტებთან მისასვლელად ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ასეთი მიმართულებით მუშაობა შესაწყვეტი არ არის. არ გამოვრიცხავ ცალკეული პრობლემების არსებობას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მოქმედ ხელისუფლებას და ყველას საქართველოში მკაფიოდ აქვს გააზრებული, თუ ჩვენ ოდნავ მაინც გადავუხვევთ ამ კურსიდან, მაშინ ყველაფერი უკუღმა წავა უსაფრთხოების, ეკონომიკის თვალსაზრისით და ასე შემდეგ“, - განაცხადა უსუფაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარე მომავალ არჩევნებს ოპტიმისტურად უყურებს და აცხადებეს, რომ ეს იქნება იმის დასტური, რომ საქართველოში დემოკრატია დამკვიდრდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)