03:31 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-30 11:32:53, 3575 ნახვა

ეკონომიკა
იანვარ-ივნისში მშენებლობის 4 169 ნებართვა გაიცა

საქართველოში 2020 წლის იანვარ-ივნისში 2576,8 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე გაცემულია  4 169 ნებართვა.

ამის შესახებ მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ნებართვების 78,3 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 56,0 პროცენტი ქ. თბილისზე, 9,6 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, 6,4 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე და 6,3 პროცენტი აჭარის ა.რ.-ზე.

„აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, 29,3 პროცენტი ქ. თბილისზე, 14,4 პროცენტი - კახეთის რეგიონზე, 12,1 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე, ხოლო 9,4 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე.

სულ, 2020 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 758,8 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 44,6 პროცენტით ნაკლები) 810 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 34,5 პროცენტით ნაკლები)“, - ვკითხულობთ საქსტატის მონაცემებში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics