21:46 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-30 11:14:15, 3632 ნახვა

კომენტარი
ელენე ხოშტარია - ჩვენ არ გვინდა ვიცხოვროთ ქვეყანაში, რომელსაც ეძახიან რუსეთის ოლიგარქიის სივრცეს

 ჩვენ არ გვინდა ვიცხოვროთ ქვეყანაში, რომელსაც ეძახიან რუსეთის ოლიგარქიის სივრცეს,- ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი, ელენე ხოშტარია ამერიკელი კონგრესმენების მიერ მაიკ პომპეოსთვის გაგზავნილ წერილს, სადაც ხაზგასმულია, რომ „რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქვეყანაში პროგრესი შეჩერდა“.

მისი თქმით, სწორედ ამისთვის არის არჩევნები, რომ ბევრად უფრო დაბალანსებული ხელისუფლება მოვიდეს სათავეში.

„სამწუხაროა, რომ საქართველომ ბოლო პერიოდში თავი გაითქვა სწორედ რუსეთის ოლიგარქით, კანონის დარღვევით, პოლიტიკური დევნით, დემოკრატიის ზიანით, ბიზნესის დაჩაგვრით, ეს არის სიტყვები, რომლებიც უკვე ჩვეულებრივი გახდა საერთაშორისო მოხმარებაში. გვესმის ხან სენატორებისგან, ხან კონგრესმენებისგან, ევროპარლამენტარებისგან, ეს არის მოცემული რეალობა, რაც აზიანებს ქვეყანას, მაგრამ თუ ჩვენ არ გვინდა ვიცხოვროთ ქვეყანაში, რომელსაც ეძახიან რუსეთის ოლიგარქიის სივრცეს, სწორედ ამისთვის არის არჩევნები, სადაც ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ავირჩიოთ ბევრად უფრო დაბალანსებული ხელისუფლება“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics