13:04 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-27 11:08:25, 17579 ნახვა

ომი უკრაინაში
კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევიდან 4 იმპორტირებულია, 1 დადასტურებულთან კონტაქტია, ხოლო 1 გაჩიანიდანაა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევიდან 4 იმპორტირებულია, 1 დადასტურებულთან კონტაქტია, ხოლო 1 გაჩიანიდანაა.

მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემების გათვალისწინებით, კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 237 დადასტურებული შემთხვევა.

„6 ახალი შემთხვევიდან 4 გახლავთ შემოტანილი შემთხვევა ანუ იმპორტირებული, 1 გახლავთ დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და ერთის წყარო არის გაჩიანი.

ჩვენს ცენტრში დაგვემატა 1 დადასტურებული პაციენტი, რომელიც არის იმპორტირებული შემთხვევა და სულ გვყავს 41 დადასტურებული შემთხვევა. 2 მძიმე პაციენტი გვყავდა, რომელთა მდგომარეობა ბოლო რამდენიმე დღეა სტაბილურია და დღეს შეინიშნება მცირედი გაუმჯობესება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს
პაპუაშვილი ფიშერზე: მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით ისაუბრა დიფ სთეითზე, დაგვცინის
EU-ის წერილი ოპოზიციას: საქართველოს კარი ევროკავშირში კვლავ ღიაა, თუ ოცნება კურსს შეცვლის
POG: მძღოლს, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, ბრალდება წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics