|
2015-09-04 18:54:36, 365 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აზერ თოფიგ ოღლუ ჰუსეინს შეხვდა. შეხვედრას საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ხაზარ აბასოვი დაესწრო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო განათლების მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას და სხვადასხვა სფეროებში გამოცდილების გაზიარებას. შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის თანამშრომლობის პერსპექტივებიც. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობა ინტენსიური და ყველა მხარისთვის ნაყოფიერი იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)