|
2015-09-04 18:52:08, 399 ნახვა
პოლიტიკა
თინათინ ხიდაშელი ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბიორგე ბრენდეს ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა. შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძეც ესწრებოდა. ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას თინათინ ხიდაშელმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა. თავდაცვის მინისტრმა ბიორგე ბრენდეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ნორვეგია ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ქვეყანაა და აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ სწრაფვას. მინისტრებმა შეხვედრაზე ნორვეგიის სამეფოს თავდაცვის მინისტრის საქართველოში ვიზიტის დეტალები განიხილეს. ნორვეგიელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრი მომავალი წლის აპრილში უმასპინძლებს. ბიორგე ბრენდე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა "ამბასადორიალი 2015"-ში მიიღო მონაწილეობა, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია და საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)