|
2020-07-22 11:46:35, 7491 ნახვა
სხვადასხვა
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანია RMG ფარგას ბუნებაში დაბრუნების პროექტს ახორციელებს
მდინარე მაშავერაში თევზის სახეობა ფარგა გაუშვეს, რომელიც საქართველოს მდინარეებში უკვე ათეულობით წლებია აღარ გვხვდება. ფარგას გაშვების პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო. მინისტრის განცხადებით, სამინისტრო გადაშენების პირას მყოფი ან უკვე გადაშენებული სახეობების ბუნებაში დაბრუნებისა და აღდგენის მიმართულებით აქტიურად მუშაობს სამინისტროში შემავალ უწყებასთან, ველური ბუნების სააგენტოსთან ერთად. „ფარგას მდინარეში დაბრუნების პროცესი, სიმბოლურად, მაშავერას მდინარით დავიწყეთ. მაშავერა არის მდინარე, რომელიც ისე იყო დაბინძურებული, რომ წლების განმავლობაში მასში ცოცხალი ორგანიზმი, ფაქტობრივად, არ გვხვდებოდა. სამინისტროს ძალიან მკაცრი მიდგომით, კომპანიისთვის RMG განსაზღვრული მიწერილობით, მოვახერხეთ დაბინძურების ძირითადი კრიტიკული წყაროების აღმოფხვრა. ეს პროცესი, წარიმართა სამოქალაქო აქტივისტების ჩართულობით და კომპანიასთან მჭიდრო თანამშრომლობით”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანია RMG, ჟურნალ „ველურ ბუნებასთან” ერთად, საქართველოს მდინარეებსა და ტბებში, იქტიოფაუნისათვის მნიშვნელოვანი სახეობის თევზის - ფარგას დაბრუნების პროექტს ახორციელებს. ფარგას რეინტროდუქცია მსოფლიო ბუნების დაცვის ფონდის (WWF) და „განვითარება და გარემოს“ ხელშეწყობით მოხდა. თევზის იმპორტი აზერბაიჯანიდან განხორციელდა, შემოყვანილ იქნა 1000-მდე მცირე ზომის ფარგა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალი უწყების „ველური ბუნების სააგენტოს“ მიერ, ქართველი იქთიოლოგების დახმარებით, პირველად მოხდა ფარგას გამრავლება. ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტროს პოლიტიკა სანქციების კუთხით კიდევ უფრო მკაცრდება, რაც ბრაკონიერობის ფაქტების აღკვეთის საშუალებას გაზრდის. „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აქტიურად ავლენს დარღვევებს. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა. იმედი გვაქვს, თითოეული მოქალაქე პასუხისმგებლობით მოეკიდება ბუნების დაცვას”, - განაცხადა მინისტრმა.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)