12:24 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-22 11:16:26, 15754 ნახვა

ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 28 პაციენტი მკურნალობს - 2-ის მდგომარეობა მძიმეა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე, მის კლინიკაში 28 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

მისივე თქმით, 28 პაციენტს შორის, 2 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ექვემდებარება მკურნალობას.

ამასთანავე, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილნი არიან კორონავირუსით გარდაცვლილი მეთექსვმეტე პაციენტის ოჯახის წევრები, რომლებიც კოვიდ19-ით არიან ინფიცირებულნი.

„ჩვენთან გუშინ იყო 21 დასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 პაციენტი და შემოვიდა 4 ახალი დადასტურებული შემთხვევა და დღესდღეობით გვყავს 28 დადასტურეული შემთხვევა, 4 დადასტურებული შემთხვევებიდან, 2 ჩვენ პაციენტებთან კონტაქტში მყოფი პირები არიან, 2 პაციენტი კი, გარდაბნის წყაროა. 28 პაციენტიდან კვლავ გვყავს 1 მძიმე პაციენტი, გუშინ კიდევ ერთი ახალი პაციენტი დაგვემატა, გვყავს 2 მძიმე პაციენტი, რომელთა მდგომარეობა მკურნალობას ექვემდებარება, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიძიმის გახლავთ.

ჩვენთან გადმოყვანილები არიან მეთექსვმეტე გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრებიც, რომლებიც კოვიდ19-ით არიან ინფიცირებულნი“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს
პაპუაშვილი ფიშერზე: მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით ისაუბრა დიფ სთეითზე, დაგვცინის
EU-ის წერილი ოპოზიციას: საქართველოს კარი ევროკავშირში კვლავ ღიაა, თუ ოცნება კურსს შეცვლის
POG: მძღოლს, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, ბრალდება წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics